კახა ბენდუქიძე

გოცირიძე: ბენდუქიძის რეფორმების ლიანდაგიდან ამოგდება არის ძნელი

ბენდუქიძის რეფორმების შეფასება მოხდება შორეულ პერსპექტივაში, ვინაიდან ყოველთვის, როცა ხდება დიდი ეკონომიკური ძვრები, მას მოსდევს, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური, კონიუნქტურული შეფასება და დღეს ბენდუქიძის რეფორმებისა თუ პიროვნების შეფასება არ არის გათავისუფლებული პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისგან. ეს რეფორმები იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ქვეყნის განვითარების. მას აქვს ისეთი დიდი ძალა, რომ ის კალაპოტში არის მოქცეული და მისი ამოგდება აი ამ ლიანდაგიდან არის საკმაოდ ძნელი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რაც ქვეყანაში ერთხელ არის მიღწეული დროთა განმავლობაში მას არ შეიძლება ხავსი მოეკიდოს

განაცხადა ეკონომისტმა რომან გოცირიძემ გადაცემა თეორემაში, გადაცემის ავტორის კითხვას არის თუ არა კახა ბენდუქიძის რეფორმები შეუქცევადი

კომენტარები