კრიმინალი

რუსთავში 77 წლის მამაკაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსთავში 77 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. რუსთავი 2-ის ცნობით, დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა და მას თავს, სავარაუდოდ, სამი პირი დაესხა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დამნაშავეებმა მცირე ოდენობის თანხის წაღება შეძლეს. 

დაზარალებულს ოპერაცია რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ის ერთი დღე რეანიმაციაში იმყოფებოდა, ახლა კი, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები