იყო თუ არა საჭირო ამნისტია, ასე საკითხი არ უნდა დაისვას, დიახ, საჭირო იყო, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იტანჯებოდა და კვდებოდა საპატიმროებში და ამნისტიებიდან გათავისუფლებულ პირთა მხოლოდ 6%-მა ჩაიდინა განმეორებით დანაშაული. ეს არის ძალიან დაბალი ციფრი, სხვა ქვეყნების მაგალითზე ასეთი მაჩვენებელი ზოგჯერ 50%-ს აღწევს. ამიტომ, ყველაფრის გათვალისწინებით, როცა იმ კონტექსტზე ვსაუბრობთ, რა სიტუაციაც დაგვხვდა ჩვენ, მე მგონი, ეს იყო ის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, მუდმივად რომ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღსრულებაზე, რაც სახელმწიფოს უნდა გადაედგა.
tbl.ge/cbk
დაკოპირდა

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა იმედის კვირში კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა მასობრივი ამნისტია.
ამავე თემაზე
- ლელო "სამართლიან და ფართომასშტაბიან" ამნისტიას ითხოვს
- პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
- პარლამენტმა ამნისტიის კანონი I მოსმენით მიიღო
- შერჩევითია - პატიმართა ნაწილის ოჯახები ამნისტიის კანონპროექტს აქციით გააპროტესტებენ
- მეზვრიშვილი: ამნისტიის კანონით ოცნება ზონდერ ჯგუფების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს




