საჰაერო თავდაცვა

საგანელიძე: ალასანიას თუ კომისია უნდოდა თავის დროზე მოეთხოვა

ტაბულა

საჰაერო უსართხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე თუ საჭირო იყო კომისია თავის დროზე უნდა შექმნილიყო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

საგანელიძე საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია არასწორად მიაჩნია ყველა იმ საკითხზე კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიცია წამოჭრის.

“მე არა მგონია, რომ ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიცია წამოჭრის, პარლამენტმა სასწრაფოდ კომისიები უნდა შექმნას. ამ შემთხვევაში მივიღებთ კომისიების უსასრულო და გაუთავებელ კასკადს, ეს წარმოუდგენელი თემაა. ასევე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის თემა რომელზეც ახლა კომისია უნდა შეიქმნას. იმ თემებზე რაზეცაა ახლა საუბარი, კომისია თავის დროზე უნდა შექმნილიყო, თუ საჭირო იყო და არა მაშინ, როცა სხვა პროცესებს უკავშირდება ეს ყველაფერი“ - განაცხადა საგანელიძემ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვითი საჰაერო შესაძლებლობების შეძენაზე საქართველოს უარი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ათქმევინეს.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები მოითხოვს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმი საფრანგეთთან და "რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეთანხმება არ არის გაფორმებული". თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმითვე, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილი მემორანდუმის შემდეგ შეთანხმების გაფორმებით, ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლას ვეღარ შეძლებდა და საქართველო სრულ კონტროლს აიღებდა ქვეყნის საჰაერო სუვერენიტეტზე. მანვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ ირაკლი ალასანიას მემორანდუმის ხელმოწერაზე უარი ეთქვა.

კომენტარები