საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

კახა ცხადაძე: პირველ რიგში საკუთარ ნაკრებს დავუდგეთ გვერდში

კახა ცხადაძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ დინამო არენაზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ცხადაძის თქმით, მალტასთან მოგებული მატჩის შემდეგ რადიკალური ცვლილებები გერმანიასთან მატჩში არ იქნება, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმე გადაადგილება შემადგენლობაში იქნება.

''რთული მატჩი გველის, მაგრამ მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ვეცდებით ჩვენი შანსი გამოვიყენოთ. შესაძლოა თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკა შევცვალოთ, თუმცა უკვე ვიცი რა ტაქტიკით და შემადგენლობით ვითამაშებთ ხვალინდელ მატჩში. ცვლილებები იქნება, თუმცა არა ბევრი. მსოფლიო ჩემპიონების მიმართ სიმპათიები კარგია, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ნაკრებს უნდა დავუდგეთ გევრდში'',- თქვა ცხადაძემ.

პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძესთან ერთად იყო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც. კანკავამ საქართველოს ნაკრების შანსები შეაფასა.

''მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებით და ადვილი მატჩი ნამდვილად არ იქნება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში კომპაქტურად ვითამაშოთ და დიდი სივრცეები არ დავტოვოთ. მატჩის მიმდინარეობისას ბევრი შანსი შეიძლება არ მოგვეცეს, მაგრამ რაც გვექნება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ'',- თქვა ჯაბა კანკავამ.

კომენტარები