ნაციონალური მოძრაობა

კუბლაშვილი: ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი IRI-ს კვლევაში რეალობას ასახავს

მე ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის შედეგით, რომელიც ასახავს საზოგადოების განწყობას, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არჩევნებშიც აისახება. თუ გულისხმობთ იმას, რატომ არ აქვს უფრო მაღალი რეიტინგი ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე ხელისუფლებას, ამის მოლოდინი მგონი არც არავის ჰქონდა. მაგრამ არ მინდა დღეს ვისაუბრო ჩვენს რეიტინგზე ან ციფრებზე... კვლევა მართლაც ასახავს რეალობას ყველა მიმართულებით, იქნებ ეს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა თუ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში დაფიქსირებული ნაციონალური მოძრაობის 14 პროცენტიანი რეიტინგის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები