21 მარტის აქცია

ვაშაძე: სანამ ქვეყანა გაკოტრდება, ჯობია, გადადგეს მთავრობა

სამზადისი უკვე სრულდება. რეგიონებიდან კოლონები დაძრულია, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა დღეს და მოვა კონკრეტული მიზნით - საქართველოში უნდა დამთავრდეს ის უუნარობა, რაც ხდება ქვეყანაში. ის უნიათობა, რომელმაც მიიყვანა ადამიანები სამუშაო ადგილების დაკარგვამდე, ლარი გაუფასურებამდე. ეკონომიკა განადგურებამდე. სანამ ქვეყანა გაკოტრდება, ჯობია, გადადგნენ მინისტრები, გადადგეს პრემიერმინისტრი, რომლებიც ასე უუნაროდ, ასე უნიათოდ მართავენ ქვეყანას.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ თავისუფლების მოედანზე, სადაც აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16:00-ზე დაიწყება.

კომენტარები