როლანდ ახალაიას საქმე

სასამართლომ როლანდ ახალაია გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

დეპუტატ როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, დეპუტატი ბიზნესმენებს ანაკლიაში პატრიარქის რეზიდენციის მშენებლობისთვის თანხის გადარიცხვას აიძულებდა.

პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები