კრიმინალი

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 25 წლის მამაკაცი მოკლეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მძიმედ არის დაჭრილი გარდაცვლილის მამა. ტელეკომპანიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული იმავე სოფლის მცხოვრებია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით მიმდინარეობს.

მკვლელობაში ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

კომენტარები