ტრაგედია სერბეთში

სერბეთში, 7 ადამიანის დაღუპვის გამო, კვირა გლოვის დღედ გამოცხადდა

Reuters

სერბეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდის შედეგად 7 ადამიანის დაღუპვის გამო, კვირა გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულია ვერტმფრენში მყოფი შვიდივე პირი, მათ შორის 5 დღის ჩვილი, რომელიც სამკურნალოდ დედაქალაქის კლინიკაში გადაჰყავდათ.

ვერტმფრენის გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გზა მეწყერის შედეგად ჩაიხერგა. ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, წინასწარ ვერსიად ცუდი ხილვადობა სახელდება.

კომენტარები