ევროკავშირმა, გარკვეულწილად, სადავო რეგულაციები შემოიტანა. მაგალითად, შევიმუშავეთ კანონი, რომ ისედაც მცირემიწიან საქართველოში მიწები არ უნდა იყიდებოდეს. ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიწუნა და მოვიდა ახალი რეგულაცია, სადაც არის "ხვრელები", მაინც როგორაა შესაძლებელი ჩვენი მიწების გასხვისება. თანაც, ჩინეთს, ინდოეთს მიწის დეფიციტი აქვს. ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპიდან ბევრი ქვეყანა შევიდა, მაგრამ ყველა საკმაოდ პრინციპულად იდგა და ევროკავშირს რაღაც რეგულაციებიც შეაცვლევინა... იმ მცირე პერიოდშიც კი, როცა ამ თემის დამუშავება დავიწყეთ, ძალიან ბევრი მიწა გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც დროის შემდეგ ჩვენი შვილებისთვის დასატოვებელი მიწები არ გვექნება. ამიტომ ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა დავაყენოთ.
მიწების გასხვისება
თოფაძე: მალე, ჩვენი შვილებისთვის დასატოვებელი მიწები არ გვექნება





