ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

AFP

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ДОЖДЬ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია ეჭვმიტანილების ვინაობა. ისინი არიან ანზორ კუბაშევი და ზაურ დადაევი. ბორტნიკოვის ინფორმაციით ორივე პირი კავკასიელია, სად დააკავეს ისინი ამაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლეს.55 წლის ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, ზურგში ოთხჯერ ესროლეს.

კომენტარები