NATO-ს რომ არავინ გაგვაკარებს, ეს ხომ ცხადია?! NATO არ იყო, რატომ არ ამოღო ხმა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, რაც ხდებოდა მაშინ, ახლა რომ ჩარეულია უკრაინის კონფლიქტში? დავუშვათ, მოხდა სასწაული და შემოვიდა NATO, ხომ იციან ამ პოლიტიკოსებმა, რომ ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას? წარმოიდგინეთ, შემოვიდა NATO საქართველოში, კავკასიის ქედზე დააყენა ბალისტიკური რაკეტები და პირდაპირ კრემლში პუტინის კაბინეტს დაუმიზნა. ამის საშუალებას მოგცემს რუსეთი? მონაგონი იქნება უკრაინა, კაცო. გეუბნება რუსეთი, არ გინდა NATO, მოდით, ვილაპარაკოთო და შენ კიდევ NATO-ში გინდა. NATO რის მშველელია. NATO-ს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა ერაყში? იგივე ლიბია, იუგოსლავია, ხომ ნახეთ, რაც მოხდა იქ? თან არ გღებულობს არავინ, პირდაპირ გეუბნებიან, არ მიგიღებთ, აგერ, MAP-იო და რაღაცეებს იგონებენ.
tbl.ge/t6z
დაკოპირდა

განაცხადა საერთო გაზეთთან ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




