რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მინაშვილი: ზურაბ აბაშიძე არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებს იცავს

ტაბულა

ის როლი, რომელიც ზურაბ აბაშიძეს ბიძინა ივანიშვილმა მიანიჭა, არის არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილის თქმით, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და ბიძინა ივანიშვილის ქცევა მოღალატეობრივია და პირდაპირ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს საქართველოს სრული ოკუპაციისა და ჩამოშლის გეგმებში.

„მე მგონი ყველამ დაინახა, რომ ზურაბ აბაშიძე საქართველოს ინტერესების კი არა, რუსეთის ინტერესების დამცველია. სამწუხაროდ, ივანიშვილიც, რომლის მიერაც არის გამწესებული აბაშიძე, რუსეთის რიტორიკას იმეორებს. ისინი ამბობენ, რომ NATO არ არის ახლო პერსპექტივა, რუსეთი უნდა ჩაერიოს საქართველოში ტერიტორიული საკითხების მოგვარებაში, განცხადებები იმაზე რომ საქართველოს მიზანი არ არის, NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის პირდაპირი მოწვევა რუსეთის, რათა მან გააგრძელოს პირდაპირი აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე და ქვეყნის სუვერენიტეტზე“, - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები