ლევან მამალაძე

ლევან მამალაძეს იმედი აქვს, რომ მარგველაშვილი მას შეიწყალებს

ვაკვირდებოდი გიორგი მარგველაშვილის სიტუაციას. როგორ გახდა პრეზიდენტი, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ, მან ნამდვილად შეძლო ამ პერიოდში გათავისუფლებულიყო პოლიტიკური ზეგავლენებისგან. მათ შორის, ოპოზიციის, მათ შორის, იგივე, ხიდაშელის, უსუფაშვილის, რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენენ დღეს. მან დააფიქსირა, რომ ის არავის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არ არის და ყველა შემთხვევაში აფიქსირებს პოზიციას, რომ ის ხალხის პრეზიდენტია. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იმის იმედი, რომ მას ექნება საშუალება იმისა, რომ დააფიქსიროს, რომ არ არის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და აღადგინოს ჩემი უფლებები. მივმართე ჩვენს პრეზიდენტს და მაქვს იმის იმედი, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ სამართლებრივი საფუძველი, რომ უარი მითხრას, არ არსებობს. შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის თემა იყოს.

აღნიშნა შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ ტელეკომპანია იმედზე მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისას. 2006 წელს სასამართლომ მამალაძეს ბრალი სამი მუხლის მიხედვით, ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის, დაუსწრებლად წაუყენა და 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მასზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდა.

კომენტარები