ლევან ბერძენიშვილი ევროინტეგრაციაზე

ბერძენიშვილი: ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში ენმ-ზე უფრო მონდომებულები ვართ

საგარეო კურსთან დაკავშირებით მათი ეჭვიანობა და სხვა, არის აშკარად პოლიტიკური პიარის ნაბიჯი და არა რამე სხვა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება. 2X2 რომ ოთხია, არ უნდა ამას დებატები. დებატებში ვინმე გამოვა და რუსეთის მხარეს დაიჭერს, ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე იქნება ვინმე ამ თვალსაზრისით თუ რა? დებატებია საჭირო ნინო ბურჯანაძესთან, ირმა ინაშვილთან, რომელთაც, როგორც ჩანს, სხვა კურსი აქვთ. შეუძლიათ იდებატონ იმ კაცთან, რომელსაც მათმა ყოფილმა პრეზიდენტმა კინტო უწოდა. ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში ვართ ენმ-ზე უფრო მონდომებულები.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

კომენტარები