შსს

შსს-მ ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1994 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 3 თებერვალს, ღამით, ფარულად შეაღწია ტექნიკის სახლ ოქეი-ში,საიდანაც ორიონი-სა და სამსუნგი-ს ფირმების 13 ტელევიზორი, ბალუ-ს ფირმის 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს ალექსანდრე ს-მ სავაჭრო ცენტრ სმაილი-დან ჰონდა-ს და სამსუნგი-ს ფირმების 6 ტელევიზორი მოიპარა.

ტექნიკის ნაწილი სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხვორებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარეს დანაშაულს. გამოძიება საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები