გოგლა ჟვანია: ზურას პირად ცხოვრებაში საიდუმლოებები არ ჰქონია

საქართველოს პარლამენტის წევრი, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ მის ძმას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული რაიმე საიდუმლო არ ჰქონია და ამაზე მითი წინა ხელისუფლებამ შექმნა. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

"თქვენ, ნაციონალურ მოძრაობას  გინდათ დანერგოთ საზოგადოებაში აზრი, რომ რაღაც საიდუმლო არსებობს. არანაირი საიდუმლოებები  ზურას ცხოვრებაში არ არსებობდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ზურას ძმა ვარ. ჩვენ, ვინც ვსაუბრობთ ზურას სიკვდილის გარემოებებზე, მისი ოჯახის წევრები, უახლოესი ადამიანები ვართ, ადმიანები, რომლებიც მის გვერდით ცხოვრობდნენ და ჩვენ ყველზე უკეთ ვიცით, შეიძლება თუ არა ყოფილიყო რაიმე საიდუმლო“, - განაცხადა ჟვანიამ.  

გოგლა ჟვანიას თქმით, "მითი მისი ცხოვრების პიკანტურ დეტალებზე შექმნა წინა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მე, ნინოს, დედაჩემს არ დაგვეწყო ამ საქმეში ქექვა. მეორე მხრივ - საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის“. 

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ვერსიას ჟვანიასა და უსუპოვის შესაძლო ჰომოსექსუალური ურთიერთობის შესახებ არც FBI-ს დასკვნა ამყარებს. წამყვანის კთხვაზე პასუხისას კი მან განაცხადა, რომ ჰომოსექსუალური აქტი „სიბინძურედ“ მიაჩნია. გადაცემის ავტორის კითხვას, თუ ის ჰიპოთეტურად დაუშვებდა, რომ ჰყავდა ჰომოსექსუალი ძმა, ჩათვლიდა თუ არა მას ბინძურად, ჟვანიამ უპასუხა: "ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება, მაგრამ ამას ადგილი არ აქვს".

კომენტარები