არნემის ვიტესი

კაშია მოედნიდან გააძევეს, ვიტესი კი ჰოლანდიის თასს გამოეთიშა

არნემის ვიტესი ჰოლანდიის თასზე გრონინგემთან, ანგარიშით 4:0 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გუნდებს გოლის გატანა მატჩის პირველ ნახევარში რამდენჯერმე შეეძლოთ, მაგრამ მეკარეებმა კარი მშრალად შეინახეს. შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი სტუმართა კაპიტნის გაძევება გამოდგა. მსაჯმა გურამ კაშიას მატჩის 61-ე წუთზე განზრახ ხელის თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დროზე ადრე დაატოვებინა. ორი წუთის შემდეგ, გრონინგემმა პირველი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, ვიტესის ძირითად შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს.

კომენტარები