შინაგან საქმეთა სამინისტრო

გომელაური: ვეცდები, ბატონი პრემიერის იმედები გავამართლო

police.ge/

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის შს სამინისტრი "უცხო არ არის". ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის შემცვლელი რამდენიმე წუთის წინ დაასახელა.

"პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო, გამოცხადებული ნდობისთვის. ვეცდები, გავამართლო თქვენი ნდობა და ხალხის იმედი. ჩემთვის უცხო არ არის შს სამინისტრო, ჩემი 20-წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტებთან მუშაობა, მათი ხელმძღვანელობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და ბატონი პრემიერის იმედები გავამართლო. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება პირველი მოადგილე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ.

კომენტარები