უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კოტე კუბლაშვილის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

frontnews.ge

პრეზიდენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ინიციატივით, ის და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. როგორც ტაბულას კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრა ოფიციალური არ არის და თემა უცნობია. 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, პრეზიდენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კონკრეტულ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ და ფორმატი მხოლოდ კრიტერიუმებზე მსჯელობას გულისხმობს.

კომენტარები