ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

გოგუაძე: ჭიკაიძის მოხსნა საკმარისი არ არის, უნდა გადადგეს პრემიერმინისტრი

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ჭიკაიძეს გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. მისივე თქმით, ჭიკაიძის გადადგომა საკმარისი არ არის და პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრსაც უნდა დაეკისროს.

"ჭიკაიძე მოხსნეს. ზუსტად ვიცი, როგორც ხდება ასეთი გადადგომები. ძალიან კარგია, რომ ჭიკაიძე მოხსნეს, მაგრამ საკმარისი არ არის. ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება, რომელიც ჩვენი თანამებრძოლის, იური ვაზაგაშვილის წარმოუდგენლად ცინიკური აფეთქებით დასრულდა. ეს არ შეიძლება მარტო ალექსანდრე ჭიკაიძის ბრალი იყოს. მომხდარი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბრალია. მცდელობაა, რომ ყველაფერი ამ გადაყენება გადადგომასდ მიაწერონ და ამით გაითეთრონ ასე ვთქვათ თავი, მაგრამ ეს ასე ვერ გამოვა.თუკი სურთ, შექმნილი ვითარების გამოსწორება, უნდა შეიცვალოს მართვის პრინციპი და სხვა უფრო სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. უნდა გადადგეს პრემიერმინისტრი"- განაცხადა გოგუაძემ.

თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით ალექსნდრე ჭიკაიძემ პრემიერმინისტრს დღეს მიმართა. 

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას"  - ნათქვამია ჭიკაიძის განცხადებაში.

კომენტარები