6 თვის სერიოჟა ავეტისიანი, ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც სომხეთში, ქალაქ გიუმრში 12 იანვრის ტრაგედიისას გადარჩა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის გულის არეში იყო დაჭრილი. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
12 იანვარს ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახოცეს. ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვია, რომელიც 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა.
რუსული მხარე ერევანს დანაშაულის სრულ გამოძიებას დაჰპირდა. პერმიაკოვი რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდება.