ოჯახური ძალადობა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ფრიდონ არჩვაძე  დამნაშავედ ცნო. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014  წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობისა და შურისძიების მოტივით მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ხმლით მოაჭრა თითისა და ყურის ნაწილები, გადაუჭრა მუხლი, ჩაუმტვრია კოჭის ძვალი და სხეულის სიცოცხლისათვის სახიფათო სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. სამართალდამცავებმა ფრიდონ არჩვაძე 25 აპრილს დაკავეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს. 

კომენტარები