რუსეთის ეკონომიკა

Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. ქვეყანაში უკვე შეინიშნება ეკონომიკური რეცესიის ნიშნები: რუბლის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია, დეფიციტი ზოგიერთ პროდუქტზე, ინვესტიციების კლება და საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის გადინება.

Fitch-მა რუსეთის რეიტინგი BBB-დან BBB- -მდე შეამცირა. რეიტინგის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა 2015 წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდება, ხოლო დადებითი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2017 წელს განახლდება. 

რუსეთის ეკონომიკური ზრდის შემცირების უმთავრესი მიზეზი დასავლური სანქციები და ნავთობის ფასის დაახლოებით 45%-იანი შემცირება გახდა. 

კომენტარები