ტერაქტი პარიზში

კულიბალიმ ტერაქტამდე ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ ISIS-ის სახელით მოქმედებდა

ტერორისტმა აჰმედ კულიბალიმ, რომელმაც 9 იანვარს მძევლები აიყვანა ქოშერულ მაღაზიაში, ტერაქტამდე ვიდეო ჩაწერა, სადაც აცხადებს, რომ ISIS-ის სახელით მოქმედებდა. ვიდეო, სახელწოდებით "სახალიფოს მეომარი" Youtube-ზე დღეს გავრცელდა და მასში, აჰმედ კულიბალი თავს ისლამურ სახელმწიფოს მიაკუთვნებს. 

ცნობისთვის, აჰმედ კულიბალი 9 იანვარს, პარიზში, ქოშერულ მაღაზიაზე მოწყობილი სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. მან პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელი ქალი მოკლა, ასევე, სულ მცირე ხუთი მძევალი აიყვანა პორტ დე ვენსენში, ქოშერულ მაღაზიაში და ძმებ კუაშების გათავისუფლებას ითხოვდა. 

კომენტარები