დიდთოვლობა

ყაზბეგიდან თბილისში 64 ადამიანი ვერტმფრენით გადმოიყვანეს

AP

ყაზბეგიდან თბილისში 64 ადამიანი ვერტმფრენით გადმოიყვანეს. ორმა ვერტმფრენმა ყაზბეგში სურსათიც ჩაიტანა. 

სტეფანწმინდასა და გუდაურში კი, საგანგებო მუშაობას აგრძელებენ სპეციალური შტაბები. კობი-გუდაურის საავატომობილო გზაზე უკვე გაწმენდილია 7-კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების დაწყება ზვავსაშიშრობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ჯვრის უღელტეხილისა და ყაზბეგის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, ჩარჩენილები არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები.

კომენტარები