ზრულაძის პრესკონფერენცია

ზღულაძე: უკრაინის პოლიციის იმიჯის შეცვლა ჩვენი პირველი ამოცანაა

facebook.com/leshchenko.ukraine

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ კიევში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პოლიციის მომავალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, კადრების შერჩევა კიევის ახალი საპატრულო სამსახურისთვის უკვე იანვარში დაიწყება.

ამავე პერიოდში პოლიციის რეფორმის დეტალური გეგმა იქნება წარმოდგენილი. ზღულაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკური ნება არსებობს.

"მინდა გითხრათ პირდაპირ - ჩვენ ეს გამოგვივა, ოღონდ არა ერთბაშად და არა ყველაფერი. მაგრამ ჩვენ უკვე დავიწყეთ, და ჩვენი რეფორმები პარალელურად რამდენიმე მიმართულებთ განვითარდება, რადგან ამოცანა ძალიან რთულია.

ჩვენ კოსმეტიკურ რემონტს არ ვაკეთებთ, უნდა შევქმნათ აბსოლუტურად ახალი სისტემა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნილებას უპასუხებს. პოლიციის იმიჯის შეცვლა ჩვენი პირველი ამოცანაა, და ამისთვის მუშაობის სტანდარტები და ხარისხი უნდა ავამაღლოთ.

საგზაო პოლიციის სისტემა შეიცვლება და ახალი საპატრულო სამსახური შეიქმნება, რომელიც ახალი პოლიციის ფუნდამენტი იქნება. სერიოზულად უნდა შევცვალოთ ნორმატიული ბაზა და სწავლების მეთოდიკა. მჯერა, რომ უკრაინაში ბევრ მოტივირებულ და პრინციპულ ადამიანს ვიპოვით. დავიწყებთ დიდი ქალაქებიდან. ვიწყებთ კიევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს საპილოტე პროექტია, რეფორმა დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება" - განაცხადა ზღულაძემ.

კომენტარები