ქრისტეშობის დღესასწაული

პრემიერი: ვულოცავ ყველას, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა. 

"დღეს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია.
ყოველი შობა უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა. ვუსურვებ ყველას, არ მოჰკლებოდეთ სიკეთე, სიყვარული, მშვიდობა და კეთილდღეობა" - წერს პრემიერი.

კომენტარები