ფსაკი: საქართველოს მხარდაჭერაში აშშ ევროკავშირის გვერდით დგას

trunews.com

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. კენჭისყრა ევროპის საქართველოსადმი მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის ფართო რეფორმების მუდმივი განხორციელების დამადასტურებელია. აშშ ევროკავშირის გვერდში დგას ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, რომელიც მიყვება რეფორმებს და ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის გზას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გუშინ მოახდინა.

კომენტარები