კობი ბრაიანტის რეკორდი

ბრაიანტმა NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდებთა სიაში ჯორდანს გადაუსწრო

15 დეკემბერს, კობი ბრაიანტმა NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდებთა სიაში, ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ტიმბერვულვზის წინააღმდეგ მატჩის მეორე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთი და 24 წამით ადრე, ბრაიანტმა ორივე საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო, რომლებიც მისთვის კარიერაში 32,292-ე და 32,293-ე აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, თამაში მცირე ხნით შეწყდა, თანაგუნდელებსა და ტრიბუნებზე მყოფ რამდენიმე ვეტერან კალათბურთელს კი ლეიკერსის ლეგენდისთვის მიღწევის მილოცვის საშუალება მიეცა. ბრაიანტმა ბურთი, რომლითაც ჯორდანს გადაასწრო, საზეიმოდ სახლში წაიღო.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ჩაგდებული ქულა კარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს - 38.387, მეორე პოზიციაზე კი 36,928 ჩაგდებული ქულით კარლ მელოუნია.

კომენტარები