კრიმინალი

ზუგდიდის რაიონში თავდამსხმელები 85 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ

metro.us

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში თავდამსხმელები 85 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებმა სახლიდან 800-მდე ლარი, ოქროულობა და 3 ტომარა თხილი წაიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.  

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები