ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროპარლამენტში 17 დეკემბერს მოხდება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროპარლამენტში 17 დეკემბერს მოხდება. პლენარული სესია ევროპარლამენტში 15-დან 21 დეკემბრამდე გაიმართება. სესიის დღის წესრიგი შესაბამის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

17 დეკემბერს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დებატები შედგება, სადაც მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი იქნება. ხოლო შემდეგ დაგეგმილია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც ასევე მომხსენებელ მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2013 წელს მოხდა, მისი ხელმოწერა კი 2014 წლის 27 ივნისს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და რეზოლუციას მხარი მიმდინარე წლის 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა.

კომენტარები