შემოსავლების სამსახური

ირაკლი გვარამაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გვარამიძე მუშაობას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს. შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტს კი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი დაიკავებს. მისი კანდიდატურა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოს პრემიერმინისტრს უკვე გადაუგზავნა. 

”მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას", - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრებს დღეს გამართულ სხდომაზე წარუდგინა.

გიორგი თაბუაშვილს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2013 წლის იანვრიდან უკავია. 

კომენტარები