შსს

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი გადადგა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის ინფორმაცია ინტერპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

მანამდე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ, მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და გენინსპექციის უფროსებმა თანამდებობები დატივეს. მან აღნიშნა, რომ ორივე ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის „კადრად" ითვლებოდა. „ველოდები, როდის დაწერს განცხადებას ჭიკაიძის მოადგილე, ზედელაშვილი", - აღნიშნავს ნადირაშვილი.

თუმცა, სუს-ის უფროსის, მალხაზ ჩიკვილაძის გადადგომას ნინო გიორგობიანი არ ადასტურებს.

 

კომენტარები