ქალაქ ქუთაისის მერია 800 ცალი გოზინაყის შესაძენად ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულება 1000 ლარია.
მერიის მოთხოვნების მიხედვით, "გოზინაყი დამზადებული უნდა იყოს ნიგვზისა და ნატურალური თაფლისგან; გოზინაყი უნდა იყოს რომბისებური ფორმის 4X4 სმ; გოზინაყის სიმაღლე - 1 სმ; მიმწოდებელი ვალდებულია გოზინაყის საბოლოო დიზაინი შეათანხმოს შემსყიდველთან".
მერიის ცნობით, გოზინაყს ბავშვებისათვის განკუთვნილი სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების ფარგლებში ყიდულობენ.
მიმწოდებელმა გოზინაყი შემსყიდველს 2014 წლის 31 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა მიაწოდოს.