ფარული მოსმენები

პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნული ფაქტი დემოკრატიის დემონსტრირებად შეაფასა.

"კვირას მოხდა უპრეცედენტო რამ. კერძოდ, პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. მართლაც ძალიან კარგი დემონსტრირება იყო იმისა, რომ დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად სრული დემოკრატია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მე მინდა ამაში კიდევ ერთხელ აღვნიშნო საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან დიდი წვლილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის, ჩვენს პოლიტიკაში. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც კოალიციის თავმჯდომარემ მთელ საპარლამენტო უმრავლესობას", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები