ფარული მოსმენები

ჯაფარიძე: უკანონო მოსმენები გაგრძელდება და სავარაუდოდ, უფრო დიდი მასშტაბით

უკანონო მოსმენები გაგრძელდება და, სავარაუდოდ, უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რადგან, შს სამინისტროს ახლა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამ საკითხის გასაჩივრებას ადამიანის უფლებების თუ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ. საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მოსმენების პრობლემა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოგვყვება. 

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ ფარული მოსმენების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით.

კომენტარები