საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ოპერატორი დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას თამაზ შავშიაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ადასტურებს.
შავშიაშვილი მთავარ პროკურატურაში 12:00-ზეა დაბარებული. უცნობია, რასთან დაკავშირებით აქვს გამოძიებას კითხვები სააკაშვილის პირად ოპერატორთან. შავშიშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ მთავარ პროკურატურაში.





