ალექსი პეტრიაშვილი გუშინწინ გახდა ოპოზიციონერი და მიაჩნია, რომ თავისი იდეები უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. დღეს გახდა თურმე ნაციონალური ოცნება, რაც ალექსი პეტრიაშვილი აღარ არის მინისტრი. მე მესმის, რთულია მინისტრის კაბინეტის დატოვება, მესმის, ძალიან გაუჭირდა, რომ მინისტრის რანგში აღარ არის, ევროპაში ისე აღარ მიიღებენ და ქვეყანაში ისე ვერ გადაადგილდება როგორც მინისტრი, ამიტომ მის ემოციებს მინდა გარკვეულად გავუგო. ამიტომ, ალბათ, ცოტა დამშვიდდება, დაწყნარდება და ასეთი ფანტაზიები აღარ ექნება.
tbl.ge/tbz
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადება შეაფასა. პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ "კამპანიის აგორებით ყველაზე მეტად დაზიანდება ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი და მისი ნაციონალური ოცნება პარლამენტში“.
ამავე თემაზე
- თანხის სანაცვლოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებოდა - 1 პირი დააკავეს
- ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს 2 ამერიკელი სამხედრო დაშავდა – სამინისტრო
- ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
- გარდაიცვალა კაპრალი, რომელიც 1 თვის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა
- ღარიბაშვილი ხიდაშელზე: 4 წელი ისე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, საერთოდ კითხვა არ დასმულა




