აფეთქება იმერეთში

სოფელ ფარცხანაყანებში აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

იმერეთში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის შენობის დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

კომენტარები