ირაკლი ალასანიას გადაყენება

ბოკერია: საქართველოს მართავს ადამიანი, რომელსაც თანამდებობაც კი არ უკავია

სამწუხაროდ ამ ქვეყანას, მართავს ადამიანი რომელსაც თანამდებობაც კი არ უკავია და სურს, რომ იყოს უბრალოდ სამოქალაქო პატრიარქი - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტაბულას ეთერში, გადაცემაში „ფოკუსი“ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, პრემიერმინისტრი სიტყვა საბოტაჟს ყველა იმ პირის წინააღმდეგ იყენებს, რომელიც მისთვის, უფრო სწორად მისი უფროსისთვის პოლიტიკურად მიუღებელ განცხადებებს აკეთებს.

„სამწუხაროდ ამ ქვეყანას, მართავს ადამიანი რომელსაც თანამდებობაც კი არ უკავია და სურს, რომ იყოს უბრალოდ სამოქალაქო პატრიარქი, უკვე ეს არის გამოწვევა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმიტომ რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გულისხმობს, ქვეყნის შიგნით გარდაქმნასა და მოდერნიზაციას, ევროპულ სახელმწიფოდ. ყველაფერი ის რასაც ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში ვხედავთ და ბოლო ფაზა, როდესაც საკუთარი გუნდის არასასურველ წევრს დაუპირისპირდნენ ივანიშილისთვის ტრადიციული მეთოდით ანუ პროკურატურისთვის დაკვეთის მიცემით, რომ დაიჭირონ მისი თანაგუნდელები - ეს ყველაფერი ჩვენ გვაშორებს ევროპას და საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას“ - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, დამატებითი შეშფოთების საგანია, ის რომ ივანიშვილმა სამიზნედ თავისი გუნდის ის ნაწილი ამოირჩია, რომელიც  ამორჩევა, მეტ-ნაკლებად პროდასავლური კურსის მატარებელი იყო.

კომენტარები