ირაკლი ალასანიას გადაყენება

ღარიბაშვილი: მსურს ალასანია და მისი გუნდი კოალიციის პოლიტსაბჭოს დაესწროს

ტაბულა

„მე მსურს გაფართოებული კოალიციის პოლიტსაბჭოს მოწვევა და ამ სხდომაზე მე მსურს რომ დაესწორს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატებიც სრული შემადგენლობით,“ - აღნიშნა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გააკეთა განცხადება.

„მე მინდაკიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მზაობა, რომ ხვალ ჩვენ კოალიციის პოლიტსაბჭოს გავმართავთ. ალასანიას, როგორც კოალიციის წევრს, და მის პარტიას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, რომ დაესწროს პოლიტსაბჭოს სხდომას,“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა 5 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები