შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ლელა კოდალაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტობუსიდან ფერადკანიანი მამაკაცი რასობრივი ნიშნის გამო ჩამოაგდეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან ვადით ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ანდა ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, დაიკითხება მოქალაქე ლელა კოდალაშვილიც.