რუსეთი-ევროკავშირი

შვედური სამხედრო ძალები სტოკჰოლმთან ახლოს რუსულ წყალქვეშა გემს ეძებენ

რუსული წყალქვეშა გემი
juliett484.org

შვედეთი სტოკჰოლმის არქიპელაგის გარშემო სამხედრო სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს საიდუმლო წყალქვეშა აქტივობის აღმოსაჩენად,- ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. შვედური გაზეთი Svenska Dagbladet საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შვედურმა სამხედრო ძალებმა რუსული წყალქვეშა გემიდან შემოსული რადიოსიგნალებიც დააფიქსირეს. 

"მიგვაჩნია, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საფუძვლიანი და დამაჯერებელია",- განმარტავს კაპიტანი იონას ვიკშტრომი და ამბობს, რომ სამხედრო პერსონალი სამძებრო რადიუსში კიდევ უფრო გაიზრდება. 

სამძებრო სამუშაოები სტოკჰოლმიდან 50 კილომეტრის რადიუსში ბალტიის ზღვაში პარასკევს დაიწყო. სამძებრო სამუშაოები რუსეთთან უკრაინის კრიზისის შედეგად დაძაბული ურთიერთობების შედეგია. 

შვედეთი ერთდერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც რეგიონში რუსულ სამხედრო საიდუმლო აქტივობაზე აქვს ეჭვი. წინა კვირას ფინეთმა რუსული სამხედრო საზღვაო ჯარები საერთაშორისო წყლებში ფინურ სამეცნიერო ექსპედიიცისათვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. 

Reuters-ის ინფორმაციით შვედური სამხედრო დანაყოფები განმარტავენ, რომ საეჭვო სამხედრო აქტივობის შესახებ ინფორმაცია შვედურმა მხარემ სანდო წყაროსგან შეიტყო. რუსული წყალქვეშა აქტივობის ძებნაში ჩართულია 200 სამხედრო მოსამსახურე. 

კომენტარები