საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 231 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.7%-ით მეტია 2013 წლის აგვისტოს თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულად გზავნილებში წამყვანი ადგილი ისევ რუსეთს უჭირავს. რუსეთიდან სექტემბერში $66 მილიონი არის შემოსული, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 50%-ს შეადგენს.
მეორე უმსხვილესი დონორი ქვეყანა საბერძნეთია, რომლიდანაც სექტემბერში $17 მილიონი შემოვიდა, რაც ფულადი გზავნილების 13%-ს შეადგენს.
უმსხვილესი დონორი ქვეყნების ხუთეულში შედიან იტალია, თურქეთი და აშშ.
2014 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ $14.9 მილიონი ანუ 25 მილიონი ლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3 მილიონი ლარით აღემატება.





