ოკუპირებული აფხაზეთი

ბუთბა საქართველოსგან ძალის არგამოყენების დოკუმენტის ხელმოწერას მოითხოვს

vestnikkavkaza.net

საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას ძალის არგამოყენების თაობაზე - ამის შესახებ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერმინისტრმა ბესლან ბუთბამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, გაეროს სპეცწარმომადგენელ ანტი ტურუნენთან შეხვედრისას განაცხადა. ტურუნენმა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის საკითხი დააყენა. თავის მხრივ, ბესლან ბუთბამ ევროპის სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვიზების გაცემაზე ხშირი უარის გამო საყვედური გამოთქვა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ხელშეკრულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. ჩვენს ხალხს ამ ხელშეკრულების დიდი იმედი აქვს. მართალია, ბოლო წლებში რაიმე განსაკუთრებული შიში აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ელიტა და უბრალო ხალხი ამ ხელშეკრულებას ძალიან ელოდებიან. ელოდებიან საქართველოსგან, რადგან ჩვენი მხრიდან ასეთი ნაბიჯისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ბუთბამ.

აღნიშნულ მოთხოვნას გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ საქართველომ მსგავს დოკუმენტს ხელი მსოლოდ რუსეთთან უნდა მოაწეროს, რადგან ის კონფლიქტის უშუალო მონაწილე მხარეა.

კომენტარები