NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თბილისის ფოტოფესტივალი

ფოტოფესტივალის შემოდგომის სერია

ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი, 2014 - 16:06
იუსტინა მელნიკევიჩი
tbl.ge/53n
დაკოპირდა
დევიდე მონტელეონე
იუსტინა მელნიკევიჩი
რეზო კეზელი
ბორის შავერდიანი
ბორის შავერდიანი
ბორის შავერდიანი
იუსტინა მელნიკევიჩი

დევიზით, ფოტოგრაფია სამყაროს და მასში მიმდინარე მოვლენების კვლევის ბრწყინვალე საშუალებაა, Tbilisi Photo Festival-ი შემოდგომის სერიას გთავაზობთ.

2010 წელს დაარსებულმა ფესტივალმა, საიუბილეო თარიღის აღნიშვნა გაზაფხულიდან დაიწყო, ზაფხულში გააგრძელა და შემოდგომაც არ გამოტოვა. ფოტონამუშევრების გასაცნობად ორგანიზატორები - გურამ წიბახაშვილი, ნესტან ნიჟარაძე, თინა ლაღიძე, ირმა ინარიძე - დღეიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გიწვევენ.

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ფესტივალი დღეს, 18:00 საათზე, ლეღვთახევში (აბანოთუბანი) გაიხსნება გამოფენით „ორი ნაპირი: უკრაინა 2014“, რომლის ავტორია იუსტინა მელნიკევიჩი.  პოლონელი ფოტოგრაფი გთავაზობთ ევრომაიდნის, ყირიმის ანექსიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისის ამსახველ კადრებს. ათვლის სიმბოლურ წერტილად, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ავტორი ირჩევს მდინარე დნეპრს, რომელიც უკრაინის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფის მეტაფორა ხდება. მსურველთ ღია ცის ქვეშ მოწყობილი გამოფენის დათვალიერება 2 კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

მომდევნო ინიციატივა, „ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში, 1947“, ორგანიზატორებმა თიბისი ბანკთან თანამშრომლობით განახორციელეს. უნგრელი ფოტორეპორტიორის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა 3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში გაიხსნება და ამერიკელი მწერლის - ჯონ სტაინბეკისა და რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს შემოგთავაზებთ.

მომდევნო ექსპოზიცია წარმოგიდგენთ „უაღრესად თვითმყოფად ავტორს“, რომლის 4 ათასი ნეგატივისგან შემდგარი არქივი განადგურებას 90-იანი წლების დასაწყისში შემთხვევით გადაურჩა. რეზო კეზელის 40-60-იან წლებში გადაღებული ფოტოების დათვალიერების საშუალება 5 ოქტომბრიდან (გახსნა 18:30 საათზე ევროპის სახლში) 21 ოქტომბრამდე მოგეცემათ.   

Tbilisi Photo Festival-ი საბჭოთა პერიოდის კიდევ ერთ ავტორს - ბორის შავერდიანს გაგაცნობთ, რომელსაც ორგანიზატორები „საბჭოთა პერიოდის კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ პიონერად“ ახასიათებენ. გამოფენა, რომელიც 4 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება, იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ფოტოების გარდა, 80-იანი წლების ბოლოს შექმნილ ხელნაკეთ ალბომებსაც მოიცავს.

შემოდგომის სერიაში გაგრძელდება გამოფენათა ციკლი კავკასიის თემაზე. ამჯერად გვთავაზობენ იტალიელი ფოტოგრაფის - დევიდე მონტელეონეს პროექტს „Spasibo“, რომელიც ჩეჩნეთის რეალობას ასახავს და პარიზსა და არლშიც გამოიფინა. კარმინაიკის ფოტოჟურნალისტიკის პრიზის მფლობელ პროექტს 4 ოქტომბრიდან (გახსნა 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში) 21 ოქტომბრამდე შეაფასებთ.

ამჯერადაც, Tbilisi Photo Festival-ის უმთავრესი ღონისძიებაა ფოტოგრაფიის ღამე, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და ევროპელი, ამერიკელი და რეგიონის ფოტოგრაფების უახლეს ფოტოსერიებს აერთიანებს. მათ შორის აღსანიშნავი იქნება პროექტი ერაყული ქურთისტანის Metrography-ს, რომლის წევრი და დამაარსებელი კამრან ნაჟმი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ტყვეობაში ჰყავთ.

მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების გვერდით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფესტივალის ფარგლებში მოგეცემათ: ვახო ხეთაგურის, გიორგი შენგელიას, დათო ქორიძის, თამარ მირიანაშვილის, გიორგი ნაკაშიძის, ანკა გუჯაბიძის, დინა ოგანოვას, დარო სულაკაურის, გიორგი გოგუას, იანა ყორბეზაშვილის, ლევან ჩხატარაშვილის, თინა კიღურაძის, გიორგი დადიანის, ოლეგიტოს, ნინო ალავიძის, თამარ კალსტოზიშვილის, მარიამ სიჭინავას ნამუშევრების დათვალიერების საშუალება.

ფოტოგრაფიის ღამისთვის განკუთვნილ ჩვენებებს 4 ოქტომბერს ძველ თბილისში (მეიდანი, შარდენის სკვერი, ერეკლე მეორის ქუჩა, ლესელიძის 28, აბო თბილელის ქუჩა, გუდიაშვილის ბაღი) ინსტალირებული ეკრანების დახმარებით ნახავთ / http://www.tbilisiphotofestival.com  

თბილისის ფოტოფესტივალიგურამ წიბახაშვილიიუსტინა მელნიკევიჩი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 31 მაისი, 2012 - 14:17ხვალიდან, თბილისის ფოტოფესტივალზე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

სააპელაციო სასამართლომ ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო – საფარი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 21:24

სააპელაციო სასამართლომ ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო – საფარი

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕