ISIS

ტონი ბლერი: მხოლოდ საჰაერო დარტყმები ISIS-ს ვერ გაანადგურებს

mirror.co.uk

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ჯარების გაგზავნისთვის მზად უნდა იყვნენ. მისივე თქმით, ჯიჰადისტების დასამარცხებლად მხოლოდ საჰაერო თავდასხმები საკმარისი არ იქნება.

"საჰაერო-სამხედრო ძალა მათ წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი კომპონენტია, განსაკუთრებით, ახალი იარაღით, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება. თუმცა საჰაერო დარტყმები საკმარისი არ იქნება და ეს მწარე სიმართლეა. შესაძლოა, ისინი ალყაში მოვაქციოთ, გარკვეულწილად შევაკავოთ, მაგრამ საჰაერო დარტყმებით მათზე ვერ გავიმარჯვებთ", - განმარტა ბლერმა.

გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი პრემიერი დევიდ კამერონი ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში ჩართვის გეგმას ამ კვირაში წარადგენს, თუმცა სირიაში გამაგრებულ ჯიჰადისტებზე თავდასხმა კვლავ კითხვის ნიშნად რჩება. 

სირიის ლიდერების თქმით, სირიის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის გარეშე სირიის ტერიტორიაზე რაიმე სახის ინტერვენცია აღქმული იქნება, როგორც აგრესიის აქტი. ამ საკითხს მოსკოვშიც გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, სირიაში ექსტრემისტი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე აგრესიის აქტად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად განიხილება.

კომენტარები