ქართული ოცნება

ვანო მაჭავარიანი: მმართველ კოალიციაში პრობლემებია

telegraph.ge

მმართველი კოალიციის შიგნით გარკვეული უთანხმოებები არსებობს, რომელიც 2015-2016 წლებში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„არის მთელი რიგი თემები, რომელიც დღემდე ვერ მოგვარდა. იქნება ეს საერთაშორისო ხედვა, გეოპოლიტიკური თუ ზოგადად ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, რაც კოალიციაში შემავალ ძირითად პარტიებს შორის არ არის ბოლომდე შეთანხმებული. ბოლომდე არ არის გარკვეული, ვინ იქნება ლიდერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველას საუბრობს, რომ ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში პრეზიდენტის როლი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერიოს და მიუკერძოებლად დარჩეს, რასააც, მაჭავარიანის აზრით, გიორგი მარგველაშვილი მაქსიმალურად ცდილობს. მაჭავარიანი გამორიცხავს, რომ მარგველაშვილი პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაერთოს.

მისი აზრით, აშშ-ში ვიზიტის ჩაშლით, საქართველოს პრეზიდენტს მისი,. როგორც სახელმწიფოს მეთაურს, კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების საშუალება არ მიეცა.

კომენტარები